მთავარი » სტატიები » Мои статьи

ერთობა

   

 

   ჩვენი კლასელები

  • ანა აკოფოვა
  • გიორგი სააკიანი
  • ელინა კირაკოს

 

იუბილარები

 

მაკა მასწავლებელი

გვანცა რუხაძე

წმინდა ვალენტინის დღე

14თებერვალ  აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ..

ვაჟა-ფშველას ლექსი

სოფლისა წესი  ასეა ...

 

ჯღაბნის

საიდუმლო

რას ხატავთ ყველაზე ხშირად? 

 

  იცით თუ არა, რომ

 

 

ჩანდ ბაორი - კიბეებიანი ჭა

 

 

 

ჩვენი კლასელები

ანა  აკოფოვა  მოგვითხრობს, რომ

  • დაიბადა  2003 წლის  20 მაისს  ქ თბილისში
  • სწავლობს  177-საჯარო სკოლის  VI კლასში
  •   უყვარს: მათემატიკა,სპორტი,ი.ს.ტ, Ariana grande-ს  სიმღერები , ცეკვა,  ლეკვები, იასამნისფერი   
  • არ უყვარს : ცანცარა, მატყუარა და მოღალატე ადამიანები                                                               
  • ოცნებობს  ოთხსართულიან საკუთარ სკოლაზე  ლიფტით
  • მეგობრები:  ელინა კირაკოსიანი, გვანცა რუხაძე, ეშხა ჭაფოძე, მარი ჯიშკარიანი, სტასი დელიანოვი, გიორგი სააკიანი.
  • უცნაურობები : წარბების ცეკვა

გიორგი სააკიანი მოგვითხრობს, რომ

  • დაიბადა 2003 წლის 07 მარტს
  • სწავლობს 177-ე საჯარო სკოლის VI კლასში
  • დადის სომხურ ეკლესიურ სიმღერის გუნდში , სადაც  ასევე სწავლობს დაკვრას პიანინოზე
  • კლასში თითქმის ყველასთან მეგობრობს
  • საყვარელი ცხოველია ძაღლი, ავჩარკა.
  • დადის ჭიდაობაზე

ელინა კირაკოსიანი მოგვითხრობს, რომ

  • დაიბადა 2002 წლის 18 დეკემბერს
  • ოჯახი : მამა-ერნესტი, დედა - გაიანე, ძმები გიორგი და დავითი
  • უყვარს ცეკვა და სწავლა
  • სწავლობს 177-ე საჯარო სკოლაში
  • საყვარელი  მასწავლებელია მაკა  ჩხაიძე-აბაიშვილი
  • უყვარს                   სიმღერები
  • მეგობრობი:  კატო საიგანოვა,  მარი ჯიშკარიანი , ეშხა ჭაფოძე, მარიამ შოშიტაშვილი, ქეთი ბიტბუნოვა და ანა ცირდავა

 

 

იუბილარები

ჩვენი  კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი

მაკა  ჩხაიძე-აბაიშვილი

დაიბადა   28 თებერვალს.

ვულოცავთ  მას დაბადების დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას  და  დიდხანს სიცოცხლეს,  წარმატებებს, მადლიერ მოსწავლეებს. დაე, თქვენი ცხოვრება   სავსე ყოფილიყოს  ბედნიერებით, სიხარულითა და სიყვარულით!

 

 

ჩვენი კლასელი და მეგობარი   გვანცა რუხაძე  დაიბადა 2003 წლის 14 თებერვალსვულოვაცთ დაბადების დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს

     

 

წმინდა ვალენტინის დღე 

სიყვარულის დღე - დღესასწაული, რომელიც   14თებერვალს  აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს, .. „ვალენტინებს”.

ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. ამიტომაც ქორწინება აკრძალა, ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა.

ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.

269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.

 

სოფლისა წესი ასეა

(სიმღერა)

სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წარვალთ, სხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მეორეები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაუჩენია
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძლური,
ვით ტანსაცმელი ძველია,
რომ უყვარს ნორჩი, ახალი, -
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებით, სიყვარულს
საკუთარს, ნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავს, როგორც ფარვანა,
საამო, კარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდი მრგველია,
იმისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულბული,
მისგანვე ხარობს ველია,
იმისგან ხარობს ბუნება -
უკანასკნელი მწერია...
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია!..

1895

ჯღაბნის საიდუმლო

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა უსაქმოდ ჯდომისას, ან პირიქით აზროვნებისა და ფიქრის დროს, ფურცელზე კალმით ერთი შეხედვით უზრო, არაფრისმთქმელი ნახატები გამოგიყვანიათ. სწორედ ამ "ნაჯღაბნებს" შეუძლიათ გაამჟღავნონ თქვენი გრძნობები, აზრები. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამაში, საჭიროა უპასუხოთ მხოლოდ ერთ შეკითხვას:

 

რას ხატავთ ყველაზე ხშირად?

სპირალები და ხვეულები

სპირალის ხატვა ნიშნავს იმას, რომ თქვენი აზრები ერთი და იმავე პრობელმის გარშემო ტრიალებს (არ არქვს მნიშვნელობა პირადი თუ პროფესიული), რომლისგადაჭრასაც ვერაფრით ახერხებთ.

 

 

გისოსები და ქსელები

თუ შტრიხები და ხაზები ფურცელზე დიდი ზეწოლით არის დატანილი, ეს ნიშნავს, რომ თავს "კუთხეში მომწყვდეულად " გრძნობთ. თითოეული ძლიერი, ენერგიული ხაზი - ეს არის შეტევა, რომლის განხორციელებასაც საუბრის დროს ვერ ბედავთ. 

 

სახლები და გემები              

სიმეტრიული ფიგურები წესრიგის და დაგეგმვის მიმართ  სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს. აი რაზე მეტყველებს ასეთი ნახატი: "ძნელია ჩემი დაბნევა, მე ზუსტად ვიცი რა მინდა, მე ვაპირებ მყარად დავიცვა საკუთარი აზრი."

 

  

ყვავილრბი, მზე, ღრუბლები

     

ხალისიანი ყვავილები და მზე - მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საუბრის მიმდინარეობით. ის ოპტიმისტურ განწყობას ასახვს. 

 

 

 

             

წრეები და ბეჭდები

წრეები დაკავშირებული ერთმანეთტან ან ჩახატული ერთმანეთში მეტყველებს თანამონაწილეობისკენ და შემოერთებისკენ სწრაფვაზე. შეიძლება თქვენ უბრალოდ ყურადღება გაკლიათ. 

     

პირადი ხელმოწერები

ხელმოწერები მეტყველებენ ეგოისტურობასა და განდიდებაზე. დიდი რაოდენობით ხელმოწერები ფურცელზე ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე ზედმეტად ხართ ჩაციკლული საკუთარ პერსონაზე. 

 

 

იცით თუ არა, რომ

ჩანდ ბაორი - კიბეებიანი ჭა მდებარეობს რაჯასტანში (ინდოეთი). ჭის ძირში, 20 მეტრში არის მწვანე ფერის ტალახიანი წყალი. ჭა აშენებულია VIII-IX საუკუნეებში მეფე ჩანდას დროს. იგი მის გარშემო არსებულ არეს წყლით ამარაგებდა საუკუნეების განმავლობაში. ჭას ესაზღვრება ტაძარი.

 

ჩვენი  საიტია      www.oodnomania.ucoz.com

 

გაზეთი გამოდის სპეციალურად  177  საჯარო  სკოლის   კლასისთვის

!ცხადდება კონკორსი    კლასის გაზეთისათვის საუკეთესო სათაურის მოფიქრებაში

დაწერეთ რა თემაზე გსურთ საუბარი           

____________________________________

____________________________________

____________________________________

____________________________________

 

 

დამრიგებელი: მაკა  ჩხაიძე-აბაიშვილი

ადმინისტრატორი: ნუგზარ გოგრიჭიანი

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: CHUNGO-CHANGO (2015-05-10)
ნანახია: 570 | რეიტინგი: 5.0/2
მოგესალმები, Гость!
შაბათი, 2026-05-23